18 ნოემბერი 2024,   04:14
ვრცლად
უფლებამოსილების გადამეტების ნაცვლად განზრახ მკვლელობა-მაჩალიკაშვილის ადვოკატი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მაჩალიკაშვილის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. მისი თქმით სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა არა უფლებამოსილების გადამეტებას, არამედ განზრახ მკვლელობას.

„ჩვენი განცხადების შინაარსი იყო, რომ უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის მიენიჭებინათ ეს სტატუსი, თუმცა ახალა მოგვიწევს განცხადების შეცვლა და მამის ან დედის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა. დაწყებულია გამოძიება ეს ვიცით. დაწყებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით. გადაკვალიფიცირდეს აუცილებლად ვინაიდან არსებული მტკიცებულებების შეფასებით, მოწმეების ჩვენებებით, ჩვენს მიერ გამოკითხული მოწმეებით, ფაქტებით, საქმეზე მომხდარი ფაქტის შეფასებით პირდაპირ ვლინდება განზრახ დანაშაული,“-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად სამართალდამცავებმა საქმეში ხელყუმბარა ჩადეს.

„ამას არ სჭირდება ფიქრი, ეს არის ფაქტი, რომ რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ეს დანაშაული დამალულიყო ან კიდევ გაემართლებინათ მათ სჭირდებოდათ თვითმართლება და თავისუფლად ჩადეს ეს ხელყუმბარა,“-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილ და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობაში დღეს დაკრძალავენ. დაღუპულის ოჯახი მეორე დღეა სამძიმარს იღებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი მოთხოვნაა საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული და დამკვეთებიც და შემსრულებლებიც იყვნენ უმკაცრესად დასჯილები,თუმცა პანკისში აცხადებენ იმასაც, რომ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ. 

დღის ამბები