CNN-მა თბილისი მსოფლიოს 7 ქალაქს შორის დაასახელა, რომელიც 2018 წელს უნდა მოინახულო. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბოლო 18 თვის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში საინტერესო მოვლენები მოხდა. CNN-ის შეფასებით, თბილისი სწრაფად ხდება ხელოვნებისა და მოდის ინდუსტრიის ცენტრი.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე, ასევე ღვინოზე.
სტატიის ავტორი წერს, რომ თბილისის ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 334 მილიონი დოლარის გამოყოფაა დაგეგმილი.
CNN-მა თბილისის გარდა 7 სანახავ ქალაქს შორის დაასახელა Toronto, Muscat, Dundee, Paris, Tokyo, San Miguel de Allende.