პანკისის ხეობაში, სადაც ამ წუთებში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს, დედა სიდონია ჩავიდა.
დედა სიდონიამ 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს მიუსამძიმრა.
თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს დაკრძალავენ. პანკისში იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც, რომლებიც დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ოჯახს მიუსამძიმრა „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც.
თემირლან მაჩალიკაშვილი ორ-კვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გუშინ დილით 08:00 საათზე, გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახი მეორე დღეა სამძიმარს იღებს.