19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიჭრა. ის კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, 19 წლის ახალგაზრდა გუშინ გარდაიცვალა.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს სწავლობს, თუმცა ოჯახი მუხლის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების განზრახ მკვლელობის მუხით წარმართვას ითხოვს.
ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე