18 ნოემბერი 2024,   04:17
ვრცლად
მნიშვნელოვანია, გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გასცეს პასუხები - ანა ნაცვლიშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრობს

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე ჩატარდეს გამოძიება, რომელიც იქნება ობიექტური და რომელიც საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სამქესთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებთან დაკავშირებით გააკეთა.

მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი.

„ორი ძირითადი მიმართულებით არის დაგროვილი ეს კითხვები, ერთი, ბუნებრივია, მიემართება იმას, რა ზომები მიიღო სახელმწიფომ იმისთვის, რომ ფაქტი არ დასრულებულიყო ასეთი ტრაგიკული შედეგით და მეორე, მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც საზოგადოება ითხოვს პასუხს, ეს არის სახელმწიფოს მოქმედებები ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ გარდაიცვალა. 

დღის ამბები