18 ნოემბერი 2024,   04:14
ვრცლად
მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ მაჩალიკაშვილის საქმე სტრასბურგში გადააგზავნონ

თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პანაშვიდი. ოჯახი სამძიმარს დილიდან იღებდა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც მომხდარის დროულად გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ კითხვები, რომელიც მესამე სექტორს აქვს, ლეტალური ძალის გამოყენებას ეხება.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ ადგილობრივ დონეზე გამოძიებას მივაწოდოთ ყველა მტკიცებულება და ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახების უფლებები იქნას დაცული. საბოლოოდ, შიდა სამართლებრივი საშუალებები თუ ეფექტიანი არ იქნება ჩვენ ვგეგმავთ ამ საქმის ადმიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნას,“-განაცხადა თამთა მიქელაძემ.

"აუდიტორია 115-ის" წევრი ირაკლი კუპრაძე კი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში საუბარი შეუძლებელია, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან იგრძნობა მარგინალიზების მცდელობა, როგორც ოჯახთან მიმართებაში, ასევე ხეობის და ეს პრობლემური საკითხია.

მაჩალიკაშვილების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის საკათედრო ტაძრის მიტროპოლიტმა. მალხაზ სონღულაშვილი სოფელ დუისში დედა სიდონიასთან ერთად ჩავიდა.

„ჩვენ ვართ მოწმეები ტრაგედიისა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა არაფრისათვის. ჩვენ მწუხარებას გამოვხატავთ არამარტო ოჯახის მიმართ. არამედ მთელი ამ თემი მიმართ,“-განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა. 

დღის ამბები