„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი პანკისში იმყოფებოდა. შალვა ნათელაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა. სამწუხაროდ მკვლელობის ორგანიზატორია ივანიშვილის რეჟიმი, რომლის სპეცსამსახურებიც გადაიქცნენ პოლიტიკური დევნის იარაღად და სიკვდილის ესკადრონებათ, რომლებმაც შუა თბილისში ჩამოიყვანეს ტერორისტთა ჯგუფები და ლოგინში მძინარე ჩაგვიცხრილეს სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა. ამაზე უნდა პასუხი აგონ,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.