20 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
„სახელმწიფოს მართებს ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტის და ხარისხის გამოძიების ჩატარება" - უსუფაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრობს

„სახელმწიფოს მართებს ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტის და ხარისხის გამოძიების ჩატარება,“- ეს განცხადება „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გააკეთა, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი თქმით, აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. 

„ყველაფრის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ტერორიზმს, პანკისის ხეობას და ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის მოსპობას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიით, ამ ვითარებაში სახელმწიფოს მართებს ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტის და ხარისხის გამოძიების ჩატარება, რათა ყველა ამ მიმართულებით კითხვებზე პასუხები იქნეს გაცემული და ჩვენ არ მივიღოთ ახალი პრობლემები,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები