ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამაშველოში ხანძრის გაჩენის მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სახლში ანთებული სანთლის შედეგად გაჩნდა.
ადგილზე სამი სახანძრო და ერთი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.