აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს, პანაშვიდი კი სიონის ტაძარში გაიმართა. ცნობილი ქართველი მეცნიერი უკანასკნელ გზაზე კოლეგებსა და ყოფილ მოსწავლეებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმაც გააცილეს.
ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 10 წიგნის ავტორი იყო.
თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, უნივერსიტეტში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება, მოეწყობა მისი სახელობის სიმპოზიუმი და დაწესდება სახელობითი სტიპენდია.