16 აპრილი 2024,   16:39
ვრცლად
"პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში" - ამერიკის სენატი საქართველოზე წერს

"პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში" - ასე ეწოდება ამერიკის სენატის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომლის ერთი თავი მთლიანად საქართველოს ეთმობა. დოკუმენტში საუბარია 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ სამხედრო და კიბერ თავდასხმაზე და ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე.

"საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმის გარდა, რუსეთის ხელისუფლება მხარს უჭერს სხვადასხვა პრო კრემლინურ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროპაგანდის ძალისხმევას. ამის მაგალითია ტელევიზია "ობიექტივი" - მედია გამოცემა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ულტრა ნაციონალისტური პოლიტიკური პარტიის "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერაში რუსულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. "ობიექტივის" ქსენოფობიურმა, ჰომოფობიურმა და ანტი დასავლურმა ნარატივებმა ხელი შეუწყო 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსის" მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვას და პარლამენტში შესვლას“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები