18 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
„მარტო მე არ ვარ სასამართლო სისტემაში, ვისი მეუღლეც მუშაობს სასამართლო სისტემაში“ - გიორგი მიქაუტაძე

„მარტო მე არ ვარ სასამართლო სისტემაში ასეთი, ვისი მეუღლეც მუშაობს აგრეთვე სასამართლო სისტემაში,“ - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ მისი მეუღლის, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით მოსამართლედ გამწესებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მიქაუტაძის განცხადებით, ის მიმდინარე პროცესებში არ ჩარეულა.

„მე არცერთ ეტაპზე არ მიმიღია მონაწილეობა ჩემი მეუღლის მიმართ მიმდინარე პროცედურებში და არცერთი ფორმით არ ჩავრეულვარ ამ პროცესებში. თუ ასეთი შემთხვევა დადგება, თუნდაც დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩემი აცილების საფუძველი და საბჭო ჩემს გარეშე იმსჯელებს,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრის პროცესი დასრულებულია. საბჭომ 34 ვაკანტურ პოზიციაზე შეარჩია სასურველი კანდიდატები, 18 პოზიცია კი კვლავაც ვაკანტური დარჩა. საბჭომ წარმატებული კანდიდატების ნაწილი უვადოდ, ნაწილი კი 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით გაამწესა. მათ შორის, ვინც 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდა, არის საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მეუღლე, ხოლო უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს შორის კი არიან საბჭოს მოქმედი წევრებიც. 

დღის ამბები