18 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ბექა ხახუბიას საქმე - სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები განიხილეს

პოლიციის დევნისას გორის გვირაბთან დაღუპული ბექა ხახუბიას საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება. გორის სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს განიხილავენ. ვიდეო ჩანაწერი ერთ-ერთი საპატრულო ეკიპაჟის სამხრე კამერითაა გადაღებული. მასალაზე ჩანს ხახუბიას ავტომობილის დევნის მომენტი, მათ შორის, აგარის მონაკვეთზე.

დაცვის მტკიცებით, ჩანაწერი ადასტურებს, რომ მძღოლმა რამდენჯერმე დაარღვია მოძრაობის წესები და შემქნა სახიფათო ვითარება.

„დგინდება ასეთი ფაქტი, რომ მას გვირაბამდე მისვლისას ძალიან ახლო მანძილში მიყვება ერთ-ერთი ბორტი, ეს არის 4209, რომელიც მას სავარაუდოდ, აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. დაცვის პოზიციები უფრო მეტად გამყარდა ამ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად,“ - განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

დღის ამბები