18 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
„მშრომელთა ცენტრი“ ჯანდაცვის სამინისტროს, იაშვილის კლინიკაში არსებული პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს 

რეორგანიზაცია იაშვილის სახელობის საავადმყოფოში - „მშრომელთა ცენტრი“ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. უფლებადამცველი ორგანიზაცია სამინისტროს მოუწოდებს, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს მედპერსონალის შრომითი უფლებების შემოწმების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში არსებული პრობლემებით დაინტერესდეს.

ოფიციალური განაცხადით, უწყებას არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს მიმართავს.

„მშრომელთა ცენტრი“ სამინისტროს სთხოვს, კლინიკაში ამ საკითხის გასარკვევად შესაბამისი ინსპექტორები მიავლინოს.

იაშვილის საავადმყოფოს ადმინისტრაციისგან კი, ორგანიზაცია ითხოვს, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიზეზები განუმარტოს.

დღის ამბები