18 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
რიონში კეკელიას ცხედრის სამძებრო სამუშაოები ეჭვმიტანილების ჩვენების საფუძველზე მიმდინარეობს

ამ წუთებში მდინარე რიონში 28 წლის ირაკლი კეკელიას ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს ეჭვმიტანილების ჩვენების მიხედვით ატარებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის რძლის დას თვითმხილველმა შეტყობინება გაუგზავნა, სადაც საუბარი იყო, ირაკლი კეკელიას მკვლელობაზე. შეტყობინების ადრესატმა ინფორმაცია სამართალდამცველებსაც მიაწოდა. პოლიციამ ის დაკითხა, რის საფუძველზე მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

მოკლულის დედა ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც კეკელიას ბოლო პერიოდში უთანხმოება ჰქონდა.

მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით არის მომხდარი, დანაშაულის იარაღი ამოღებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში მცხოვრები ირაკლი კეკელია 31 დეკემბერს გაუჩინარდა. 

დღის ამბები