18 ნოემბერი 2024,   04:13
ვრცლად
ბელაქნის სასამართლომ აფგან მუხთარლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში უნდა გამოაცხადოს

ბელაქნის სასამართლომ აფგან მუხთარლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში უნდა გამოაცხადოს. თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტისთვის აზერბაიჯანის პროკურატურა 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ბოლო სიტყვით მიმართა თავად აფგან მუხთარლიმაც, რომელსაც გამოძიება კონტრაბანდას, საზღვრის უკანონო კვეთას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება.

მუხთარლი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და კვლავაც იმეორებს, რომ ის თბილისიდან სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. 

“პროკურატურამ აფგან მუხთარლისთვის 8 წლიანი პატიმრობა მოითხოვა. პროცესზე ბატონმა მუხთარლიმაც მიმართა სასამართლოს, მან განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. ჩვენ მოვითხოვეთ გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებას შესვენების შემდეგ გამოაცხადებს,“ - განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა.  

დღის ამბები