20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
დემოკრატიული პროცესების განვითარება - "ენმ"-ის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. განსახილველ საკითხებს შორის ქვეყნის წინაშე არსებული სხვადასხვა გამოწვევები იყო, მათ შორის გლობალური უსაფრთხოება და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნის შესახებაც.

“მიმოვიხილეთ ზოგადი მდგომარეობა საქართველოში, ის უკუსვლა დემოკრატიის კუთხით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ის, რომ ნებისმიერი საუბრები კანონის უზენაესობაზე უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. დღეს საქართველოში გვაქვს პოლიტიკური დევნა, ეს არის ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა. ამისთვის ხელისუფლებამ რეალურად ჩამოშალა მთელი სასამართლო სისტემა და მედია პლურალიზმი არსებობს, რაც დარჩა მედია პლურალიზმიდან არსებობს რეალურად მხოლოდ ევრო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებით,“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ბიბლაშვილმა.  

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, დიპლომატებთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მართლმსაჯულების საკითხი იყო.

“ვისაუბრეთ პოლიტიკურ მნიშვნელოვან საკითხებზე და ასევე, არანაკლები დრო დავუთმეთ ქართულ მართლმსაჯულებას, რომელიც ჩვენი შეფასებით, უბრალოდ არ არსებობს ქვეყანაში და თავიდან ბოლომდე იგი არის დაქვემდებარებული აღმასრულებელ ხელისუფლებას. გამოვთქვით ასევე ვარაუდი, რომ ეს პრობლემა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - აღნიშნა მელიამ.  

დღის ამბები