უამინდობის გამო გზებზე მოძრაობა შეფერხებულია. რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო კალა-უშგულის ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია.
ნაქერალას უღელტეხილზე და გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაა შეზღუდული.
უამინდობის გამო ვერ ხერხდება კალა-უშგულის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. დანარჩენ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„კალა-უშგულის მონაკვეთზე, როგორც გითხარით, არის ზვავსაშიშროება. მანდ, ჯერჯერობით, გაწმენდითი სამუშაოები ვერ ტარდება. რაც შეეხება, ნაქერალას უღელტეხილს და გუდაური-კობის მონაკვეთს, მანდ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შენარჩუნებულია,“ - აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტექნიკური მდივანი, ნუგზარ გასვიანი.