უკვე 3 საათია, ბათუმი-თბილისის სარკინიგზო და ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო მაგისტრალი პარალიზებულია. მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ხეებია.
შეკვეთილში ივანიშვილის ეზოში ურეკიდან კიდევ 3 ასწლოვანი ხე გადააქვთ.
სამუშაოებს თურქული კომპანია აწარმოებს. კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მოძრაობა რკინიგზაზე ხეების გადატანის შემდეგ აღდგება.