18 ნოემბერი 2024,   04:13
ვრცლად
ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმი გუშინ, გვიან ღამით დაწესდა. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით იყო დასაშვები.

დღის ამბები