”ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გაფართოვდება, ესტაკადის მშენებლობა არ იგეგმება," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მხოლოდ გზა გაფართოვდება და ეს პროექტი თავად ლაგუნა ვერეს ტერიტორიას არ შეეხება.
"ეს არის მხოლოდ გზის გაფართოება. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ესტაკადის მშენებლობა არ იგეგმება. ეს ინფრასტრუქტურული პროექტი 2018 წელს განხორციელდება და ის თავად ”ლაგუნა ვერეს” ტერიტორიას არ შეეხება," - განაცხადა კალაძემ.