18 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
"რუსთავი 2” და უკრაინული მედია პოროშენკოს ადმინისტრაციის მოთხოვნის შესრულებას და ბოდიშის მოხდას არ აპირებს

"რუსთავი 2” უკრაინული მედიასთან ერთად პოროშენკოს ადმინისტრაციის მოთხოვნის შესრულებას და ბოდიშის მოხდას არ აპირებს. საქმე ეხება პრეზიდენტ პოროშენკოს ხელნაწერი ორი წერილის შესახებ სიუჟეტს, რომელიც „შაბათის კურიერის“ ეთერში გავიდა.

წერილებში უკრაინის პრეზიდენტი რუსულ სპეცსამსახურებს სან პეტერბურგში, სადაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, შეშვებას სთხოვს. ის ანტი რუსულ კამპანიას ემიჯნება და პირობას დებს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობას არასდროს მიიღებს.

„ქურდს კუდი ეწვის. თუ ამ ინფორმაციას სიმართლესთან კავშირი არ აქვს, გაუგებარია მასზე ასეთი მწვავე რეაქციები. ის ერთადერთი ხელჩასაჭიდი ფაქტი, რომ პრეზიდენტის შვილმა 2013 წელს იქორწინა და არა 2007 წელს, იმის მაჩვენებელია, რომ 2007 წელს, როდესაც პოროშენკო რუსეთში მიემგზავრებოდა, მან უბრალოდ იცრუა, რომ ვაჟიშვილის მეუღლის მშობლებთან მიდიოდა. თუმცა, ეს არ აბათილებს მოცემულობას, რომ მისი ვაჟი მომავალ ცოლთან ერთად სწავლობდა საფრანგეთის ბიზნეს სკოლაში და მასთან ფიქტიურ ქორწინებაში იყო,“ - აცხადებს ბლოგერი ლიზა ბოგუჩკაია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს დაბალი დონის სიყალბე და რუსული სპეცსამსახურების დაკვეთა უწოდა. წერილი "რუსთავი 2"-ს კონფიდენციალურმა წყარომ გადმოსცა, ის 2007 წლის 3 თებერვლით თარიღდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები