გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასულ წელს დაფიქსირებული კანონდარღვევის სტატისტიკას აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, 2017 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 ათას 600-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ კი, თითქმის 9 მილიონი ლარი შეადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს ჯარიმის სახით, ჯამში 4 მილიონ ნახევარზე მეტი ლარი დაეკისრათ.