20 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა სენაკში დაასრულა

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა სენაკში დაასრულა. პრეზიდენტი 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

სასწავლებლის ეზოში დროშა ბოკუჩავას შვილმა, მეუღლემ და მასწავლებელმა აღმართეს. საქართველოს პრეზიდენტმა სკოლის ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა.

მანამდე, პრეზიდენტი ექიმების მიერ სახელმწიფო დროშის აღმართვას დაესწრო ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში. ასევე უჯარმაში, მცხეთასა და გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. დროშის დღის პირველი ღონისძიება გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

„გისურვებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა დროშამ ასევე ამაყად, როგორც დღეს ფრიალებს, იფრიალოს ევროკავშირშიც, ნატოშიც და ჩვენ ყოველთვის ამ დროშის ქვეშ ვყოფილიყავით გამარჯვებული,“ - განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

დღის ამბები