20 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ამ უბანს არ გააჩნია არც წყალი, არც გზა - უდუმაშვილი თეთრი ტბის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წარმომადგენელი და თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი გლდანში, თეთრი ტბის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა. უდუმაშვილმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. 

ადგილობრივების თქმით, მათ მთავარ პრობლემას მოუწესრიგებელი გზა, უწყლობა და გარე განათების არ არსებობა წარმოადგენს. მათ ნაწილს ასევე მოეხსნა სოციალური დახმარებები.

მერობის ყოფილმა კანდიდატმა კი, მერიის მაღალჩინოსნებს ხელფასების გაორმაგების ნაცვლად, მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესება ურჩია. 

„ამ ადგილას ჩემს ნაცვლად უნდა იდგნენ კონკრეტული ჩინოვნიკები, ვისაც ევალება მიხედოს ამ ხალხს და განუმარტოს, რატომ მოუხსნეს ქალბატონ როზმარის სოციალური დახმარება და დაინიშნეს თვითონ გაორმაგებული ხელფასები. ეს იმ ფონზე, როდესაც ამ უბანს მთლიანად არ გააჩნია არც წყალი, არც გზა, არანაირი პირობები არ აქვთ.

იმ ფონზე, როდესაც თბილისში 200 ათასამდე სოციალურად დაუცველი ცხოვრობს და იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ ბოლო 6 წლის განმავლობაში 20 ლარი ვერ გამოძებნა იმისთვის, რომ პენსიონერებისთვის შეემსუბუქებინა მდგომარეობა, ადგნენ და გაიორმაგეს ხელფასები. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ამ ხელისუფლების მთავარი ამოცანა არა საქართველოს მოსახლეობაზე ზრუნვა, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაა,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები