ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში 28 წლის ამირან ბარბაქაძეს მე-6 დღეა, უშედეგოდ ეძებენ. ახლობლები აცხადებენ რომ, მამაკაცი ნასვამი იყო და მათი ვარაუდით, მდინარე დუმალაში გადავარდა. ამ ვარაუდის საფუძველს კი, მათ ქურთუკი აძლევთ, რომელიც მდინარის ნაპირზე იპოვეს.
მდინარეში სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.