„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ეს არის პარტია „რუსთავი 2“-ის მიერ გაჟღერებული სიცრუე, თითქოს, თბილისის მერიაში მოადგილეებს გაეზარდათ ხელფასები,“ - ეს განცხადება თბილისის მერმა მერიაში მაღალჩინოსნების ხელფასების ცვლილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე გააკეთა.
კახა კალაძის განცხადებით, კანონის მოთხოვნებთან თანასწორობაში მოდის და შესაბამისად, ხდება დანამატის ხელფასთან გაერთიანება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი თეთრით არ გაზრდილა 2018 წლის ხელფასები, მხოლოდ და მხოლოდ, სახელის ცვლილება მოხდა. ის, რომ დანამატი და თანამდებობრივი სარგო ცალ-ცალკე იყო, გაერთიანდა უბრალოდ და დაერქვა ხელფასი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლოს უკვე გაირკვევა თანამშრომელთა ბედი, თუ ვინ დარჩება და ვინ დატოვებს უწყებას.
„ჩვენი თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება. მე ყოველთვის, პირველივე დღიდან ვამბობდი, მთავარი არის პროფესიონალიზმი, მთავარი არის კომპეტენტურობა და პატიოსნება. შესაბამისად, რეორგანიზაცია, რომელიც გამოცხადებული გვაქვს, ჩვენ ვმოქმედებთ, მხოლოდ და მხოლოდ, კანონის ფარგლებში და თებერვლის ბოლოს დასრულდება რეორგანიზაცია და მივიღებთ ზუსტ შედეგს,“ - აცხადებს კალაძე.