„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ვახტანგ გომელაურს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა და დაკავებული თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს. ნათელაშვილი, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორიზმთან კავშირში ადანაშაულებს.
„პანკისში მაჩალიკაშვილის მკვლელობამ დაადასტურა, რომ უშიშროების სამსახური თვითონ გადაიქცა ტერორისტულ ორგანიზაციად და ტერორიზმის ხელშემწყობად. გადაქცეულია ივანიშვილის ოლიგარქიული დიქტატურის პირად ზონდერ ბრიგადად. ეს არის ოცდამეერთე საუკუნეში "გესტაპოსა" და "კაგებეს" საშინელი სიმბიოზი. მე მოვუწოდებ უშიშროების ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.