18 ნოემბერი 2024,   04:14
ვრცლად
საპროტესტო აქცია ბენზო ხერხებით - "ენმ"-ის წევრებმა ხეების გადატანის პროცესი გააპროტესტეს

საპროტესტო აქცია ბენზო ხერხებით - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს აჭარის მთავრობის შენობასთან სწორედ ამგვარად შეიარაღებულები მივიდნენ და რეგიონში ხეების გადატანის პროცესი გააპროტესტეს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ეზოში, პარკში მიაქვთ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბენზო ხერხის ხმაურის ფონზე მოუწოდეს აჭარის მთავრობის მეთაურს, შეაჩეროს ვანდალიზმი და არ დაემორჩილოს ოლიგარქის ახირებებს.

„ყველაფერი განადგურებულია, დაახლოებით 8 ათას ძირზე მეტი ხე არის გაჩეხილი. ამიტომ, ჩვენი პროტესტის ფორმა არ იქნება მარტო ეს. გავაგრძელებთ, ყველანაირი ბრძოლის ხერხს გამოვიყენებთ, უკიდურეს ზომებსაც მივმართავთ, ოლიგარქის ხუშტურების შემსრულებლის წინააღმდეგ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა.

დღის ამბები