18 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ხაშურში მომხდარი ინცინდენტის დროს მუცლის არეში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

ხაშურის სკოლის დაჭრილი მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხაშურის ახალი კლინიკის ხელმძღვანელი, კახა ხელაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც მუცლის არეშია დაჭრილი, უფრო მძიმე მდგომარეობაშია. თუმცა, ექიმები მდგომარეობის გართულებას არ ელოდებიან.

კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, პაციენტები ღამით მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობებით შევიდნენ.

„მათ შორის ერთს აღენიშნებოდა მუცლის ღრუს მიდამოს შემავალი ჭრილობა ორგანოების დაზიანებით და შესაბამისად, საჭიროებდა სტაციონარულ მომსახურებას და ქირურგიულ ჩარევას. მისი მდგომარეობა მეორესთან შედარებით მძიმეა, მაგრამ ექიმების ინფორმაციით, პროგნოზი კეთილსაიმედოა,“ - განაცხადა კახა ხელაძემ.

ხელაძის თქმით, ამავე ინცინდენტის შემდეგ კიდევ ორი პაციენტი მივიდა საავადმყოფოში, თუმცა, ისინი მალევე გაეწერნენ.

ხაშურში სკოლის 4 მოსწავლე დაჭრეს. 2 დაჭრილი უფროსკლასელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. შედარებით მსუბუქად დაშავებული ორი მოზარდი უკვე გაწერეს.

ინციდენტი ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები