18 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
"საზმაუს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული საკანონმდებლო ბაზა უნდა ჰქონდეს" - გიორგი ხატიძე

მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამის განთავსება დააზარალებს სხვა მცირე მაუწყებლებს.

თუმცა, დეპუტატების ის ნაწილი, რომელიც კანონს მხარს უჭერს ამბობს, რომ დოკუმენტის მთავარი მიზანი არა სხვა არხების დაზარალება, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ევროპული სტანდარტების შექმნის საშუალების მიცემაა.

"მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდეს ის სრულყოფილი, შესაბამის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ განვითარებას. აი ეს იყო ძირითადი არსი, მიზანი, ფუნქცია და ბაზისები იმ ცვლილებებისა, რაც იქნა შემდგომ მომზადებული. ყველა საკითხი მომზადებული იყო არა იმ სულისკვეთებით, რომ ჩვენ სხვადასხვა სუბიექტებს შორის, რომელიც საქართველოში ოპერირებენ, ჩვენ რაღაცა კუთხით ნეგატიური აღქმა მიგვეცა, არამედ პირიქით, მომზადდა იმ განცდით და იმ სულისკვეთებით, რომ ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა შეგვექმნა,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ხატიძემ.

დღეს პრეზიდენტს ბოლო დღე აქვს გადაწყვეტილების მისაღებად მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციამ გიორგი მარგველაშვილს არა ერთხელ მოუწოდეს, რომ სადავო კანონს ხელი არ მოაწეროს. მმართველი გუნდი კი, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. 

დღის ამბები