ბოლო დროის ერთერთ ხმაურიან საქმეზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. ქვეყნის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ნუცუბიძის ქუჩაზე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში სამართალდამცველების ბრალეულობა ვერ დაადგინა.
პავლიაშვილი 25 ოქტომბერს პატრულის დაკავების ოპერაციის დროს გარდაიცვალა, პროკურატურა სამი თვის განმავლობაში მომხდარს სწავლობდა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ადგილზე მოწმეთა დიდი ნაწილი სამართალდამცველების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობდა, პროკურორებმა ეს ფაქტი ვერ დაადგინეს.
პავლიაშვილის ოჯახი გეგმავს გენერალურ ინსპექციას მიმართოს და ითხოვს, დაიწყოს გამოძიება, თუ რამდენად ჯეროვნად ასრულებდნენ სამართალდამცავები საკუთარ უფლებამოსილებას.
„ჩავიბარეთ უკვე შეწყვეტის დადგენილება ბრალდების მხარის მიერ, სადაც დასაბუთებულად არის წარმოდგენილი თუ რატომ არ იკვეთება სისხლის სამართლის ნიშნები. ოჯახთან შეთანხმებით უახლოეს დღეებში განცხადებით მივმართავთ გენერალურ ინსპექციას და მოვითხოვთ დაიწყოს დისციპლინარული საკითხის შესწავლა,“ - განაცხადა პავლიაშვილის ოჯახის ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ.