18 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრა - საქართველოს საპატრიარქო სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან განმარტებას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქო სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან ანატოლი ბიბილოვთან გამართული შეხვედრის შესახებ ახსნა განმარტებას ითხოვს. 

"ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო - ეს ერთი და იმავე სივრცის აღმნიშვნელი ტერმინებია და აქ 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია, თავის იურისდიქციას ვერ ახორციელებს, რადგან ის არის ოკუპირებული. არადა ეს მხარე, უძველესი ქართული მიწაა, რასაც აღიარებს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა და მათ შორის, თქვენი ქვეყანაც. ამიტომაც, აღნიშნული შეხვედრა ბუნებრივია, თქვენი მხრიდან გარკვეულ ახსნას ითხოვს," - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გადაგზავნილ წერილში.  

დღის ამბები