"Freedom house" მორიგ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციამ სულ 195 ქვეყანაში არსებული ვითარება შეისწავლა. ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს თავისუფლების მაჩვენებელი 71 ქვეყანაში შემცირდა. ამ კუთხით საგრძნობი ცვლილებები თურქეთმა განიცადა, რომელმაც ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიიდან, არათავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში გადაინაცვლა.
დოკუმენტში წერია, რომ შეერთებულმა შტატებმა, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამაგალითო ქვეყანამ, პოზიციები დათმო. რუსეთმა და ჩინეთმა კი მოწინავე დემოკრატიების შესუსტებით ისარგებლეს და ვითარება ქვეყნის შიდა რეპრესიებისა და მსოფლიოში საკუთარი საზიანო გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენეს.
„უკრაინაში გასული წლის განმავლობაში პოლიტიკოსების წინააღმდეგ შეთქმულების არა ერთი მაგალითის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. რის საპასუხოდაც უკრაინის ხელისუფლება ძირითადად ხელს რუსული უსაფრთხოების სამსახურებისკენ იშვერდა,” - წერია დოკუმენტში.