18 ნოემბერი 2024,   04:17
ვრცლად
ტერორიზმში ბრალდებულთა საქმე - პანკისში მოსახლეობის დაკითხვები გრძელდება 

პანკისის ხეობაში ადგილობრივების დაკითხვები გრძელდება. საქმე ეხება 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს, ასევე კითხვები ეხება თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და ლიკვიდირებულ პირებს.

გუშინ სამი ადგილობრივი დაკითხეს, მათ შორის არიან 26 დეკემბერს დაკავებულების ოჯახის წევრები. ერთ-ერთია ხიზირ მარგოშვილის შვილი. ადგილობრივები დეტალებზე არ საუბრობენ. მათ მედიასთან კონტაქტი არ სურთ, თუმცა ადასტურებენ, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დასაკითხად გუშინ თბილისში წაიყვანეს.

პანკისში ამ წუთებში სახალხო დამცველს ელოდებიან. ნინო ლომჯარია ანტიტერორისტული სპეცოპერაცის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდება.

სახალხო დამცველი, სოფელ დუისში ადგილობრივებსაც შეხვდება და სპეცოპერაციის დროს დაკავებულების ოჯახებშიც მივა.

დღის ამბები