18 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ხარაგაულში ასამდე მუშამ რკინიგზის მშენებლობა შეაჩერა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში" დასაქმებულმა ასამდე მუშამ სარკინიგზო ხაზისა და გვირაბის მშენებლობა შეაჩერა.  დასაქმებულები კომპანიაში შრომითი პირობების უხეშ დარღვევასა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობაზე საუბრობენ.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პროფკავშირსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის წლების განმავლობაში შედგა არაერთი მოპალარაკება და გაფორმებულია ყველა დონის ორმხრივი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლობას საქართველოში შესასრულებლად აღებული აქვს რიგი ვალდებულებები.

"რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" მხრიდან, 2017 წლის ოქტომბრის თვეში განხორციელებული ინსპექტირებისა და მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის არაერთი ფაქტი და ხაზი გაესვა შრომის კოდექსის უხეშ დარღვევებს, რის შემდეგაც კომპანიის მენეჯმენტმაც შესაბამისი რეკომენდაციები მიიღო. ადგილობრივი დასაქმებულების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, რის შედეგადაც სამუშაო პროცესი შეჩერდა,  ვფიქრობთ უკავშირდება დამსაქმებლის  მხრიდან აღებული ვალდებულებების ნაწილობრივ შეუსრულებლობას, გამომდინარე აქედან მოუწოდებს სს "საქართველოს რკინიგზას“ და ააიპ "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლობას საქართველოში,  დროულად იქნას უზრუნველყოფილი  მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო გარემო,"- აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" განცხადებაში. 

 

 

 

 

დღის ამბები