ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას“ „საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების“ ფინალურ ნუსხაშია.
ევროპის მასშტაბით 200-მდე ძეგლიდან მხოლოდ 12 შეირჩა და მათგან ორი ქართული კულტურული მემკვიდრეობაა.
პროგრამის 7 ფინალისტი მარტში გამოვლინდება და იმ შემთხვევაში, თუ დავით გარეჯი და ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები ამ სიაში აღმოჩნდება, „ევროპა ნოსტრა“ მათ დეტალურ საექსპორტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს.
ძეგლების რესტავრაციის დაფინანსებისთვის კი, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდების მოძიება დაიწყება.