18 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
"გამოძიებამ უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს მაჩალიკაშვილის ოჯახთან“ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი, პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თმირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა. ნინო ლომჯარია მათ დახურულ ფორმატში ესაუბრა. ამ წუთებში კი, ომბუდსმენი უკვე ხეობის უხუცესებს ხვდება.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. 

„ისინი აღიარებენ, რომ მათი შვილი იცნობდა აღნიშნულ პირებს, თუმცა არ სჯერათ, რომ ის იყო ჩართული ან ხელს უწყობდა ტერორისტების საქმიანობას საქართველოში. ამიტომ, მათი მოთხოვნა არის, რომ გამოძიებამ წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი მასალა, რაც დაადასტურებს მათი შვილის დანაშაულებრივ ქმედებას. გარდა ამისა აცხადებენ, რომ თავად სპეცოპერაციის დროს, შვილს არ ქონია ხელყუმბარა ხელში. ბუნებრივია, საქმის ყველა დეტალი და გარემოება შეიძლება არ გახდეს საჯაროდ ცნობილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გამოძიებამ უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს ოჯახთან,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ თუკი საქართველოში გამოძიება გამჭვირვალედ არ ჩატარდება, ის სამართლის აღდგენისთვის ევრო სასამართლოს მიმართავს.

დამსვან პირისპირ გომელაურთან, რომ გამოტენა მთელი საქართველო ამ ტყუილებით. თვალებში შემომხედოს, მეც მაქვს შეკითხვები. გომელაურის ბანდიდან დაწყებული, სროლის სისრულეში მომყვანით დასრულებული, ყველა ბოლომდე რომ გაასამართლონ. ეს არის ჩემი მოთხოვნა. თუ საქართველოში არ დამაკმაყოფილეს ამაზე, ევროსასამართლოსაც მივმართავ," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

 

დღის ამბები