20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და ღირსებას, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები - გიორგი გახარია

„იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და ღირსებას, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები,“ - ეს განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ 13 იანვარს კლუბ ”ბასიანთან” მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გააკეთა. კლუბ "ბასიანთან" პოლიციის მაღალჩინოსანი და კლუბის დაცვის ორი თანამშრომელი 13 იანვარს დაჭრეს.

გიორგი გახარიას თქმით, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა პოლიციელის უსაფრთხოებაზე გადის.

„იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და ღირსებას, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ამას აქვს მარტივი ახსნა. იქ იმ საზოგადოებაში, სადაც პოლიციელი არ არის დაცული, საზოგადოების უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერ მოგცემთ ვერავინ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა მინისტრმა.

კლუბ "ბასიანთან" პოლიციის მაღალჩინოსნისა და კლუბის დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. ამასთან დაკავშირებით გიორგი გახარია აცხადებს, რომ შსს-ს კომპეტენციაში არ შედის იმაზე პასუხი, თუ რატომ გაათავისუფლეს ეს ადამიანი გირაოს სანაცვლოდ.

მინისტრის თქმით, საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ უკვე გაასაჩივრა.

დღის ამბები