20 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ჩემი 5 შვილი რატომ უნდა დარჩეს უმამოდ, რამდენი რამ უნდა დაიმალოს ამ სახელმწიფოში - კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსი

„ჩემი 5 შვილი რატომ უნდა დარჩეს უმამოდ, რის გულისთვის, რამდენი რამ უნდა დაიმალოს ამ სახელმწიფოში,“ - ეს განცხადება დაზარალებულმა, კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსმა, ზვიად მესხმა 13 იანვარს კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინცინდენტის გახსენების შემდეგ გააკეთა. კლუბის მიმდებარედ პოლიციის მაღალჩინოსანი და კლუბის დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრეს.

ზვიად მესხი იხსენებს, რომ კლუბში შესვლა 2 ნასვამ პირს უნდოდა თუმცა, ფეისკონტროლის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და შესაბამისად, კლუბში არ შეუშვა.

„რამდენჯერმე მოწოდების გამო, რომ არ ყოფილიყვნენ აგრესიულები, არ მოეყენებინათ ჩვენთვის შეურაცხყოფა, გინება და ა.შ. მაინც არ გაჩერდნენ, ჩვენ ტერიტორია დავატოვებინეთ და გავიყვანეთ ტერიტორიის გარეთ,“ - განაცხადა მესხმა.

მისი თქმით, თავად ვერ დაინახა, როგორ მიუახლოვდა დანით შეიარაღებული პირი.

„ხედავს ბატონი თამაზი და უშლის ხელს იმას, რომ პირდაპირ ტვინში არ ჩამარტყას დანა იმის გამო, რომ კლუბში ვერ შედის და ვერ ერთობა,“ - განაცხადა ზვიად მესხმა.

ზვიად მესხის თქმით, მეორე დაჭრილის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო.

„გულთან აცდენილია თითქმის, ცოტა აქეთ, ყოფილიყო გულში მოხვდებოდა ალბათ, მძიმე იყო მდგომარეობა 24 წლის ბიჭის, არტერიები გადაჭრილი და ა.შ. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ხელებში ჩაგვკვდომოდა, მეც თავისუფლად შეიძლებოდა, რომ მოვმკვდარიყავი,“ - აცხადებს დაცვის უფროსი.

კლუბ "ბასიანთან" პოლიციის მაღალჩინოსნისა და კლუბის დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.

დღის ამბები