20 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
ხმაური საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

ხმაური საკრებულოს სხდომაზე - დედაქალაქის საკრებულოს სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა. დეპუტატებმა დღეს მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

თუმცა, კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი სახელფასო დანამატის და ხელფასის გაერთიანებას აკრიტიკებს.

„მხოლოდ ბიუროკრატიაზე მატება, როდესაც ყველაფერი დანარჩენი მიდის ნულისკენ და გასაჭირი სახეზეა, ეს არის არაადეკვატური, ამიტომ, ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არ მივიღეთ,“ - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

დღის ამბები