"ხალხის უკმაყოფილება გაიზარდა შარშანდელთან შედარებით," - ასე გამოეხმაურა ”მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე, გია ნოდია NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ნოდიას შეფასებით, კვლევის შედეგით გამოიკვეთა, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობა უფრო პესიმისტურად არის განწყობილი.
„თუ ზაფხულში ჯერ კიდევ თანაბარი იყო იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამბობდა, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ან არასწორი მიმართულებით ვითარდება, დღეს საკმაოდ შეცვლილია ვითარება. აშკარაა, რომ ხალხის უკმაყოფილება გაიზარდა შარშანდელთან შედარებით. ჩემთვის ძნელი სათქმელია, რა მოხდა მაინცდამაინც ისეთი ამ შემოდგომაზე, ან ზამთარში, რის გამოც ხალხი უფრო პესიმისტურად არის განწყობილი დღეს, მაგრამ ის პრობლემები, რაზეც ყველანი ვსაუბრობთ, უფრო მწვავედ აღიქვეს ადამიანებმა ბოლო თვეებში,“ - განაცხადა გია ნოდიამ.