თბილისის საკრებულოს დერეფანში ხმაური სოციალურად დაუცველი მოქალაქის მისვლამ გამოიწვია. მოხუც ქალბატონს სოციალური დახმარება მოუხსნეს და ასევე, მისი თქმით, უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლება აუკრძალეს.
ის საკრებულოში მივიდა, რათა საკრებულოს დეპუტატებს მისთვის კითხვებზე პასუხი გაეცათ, თუ რატომ მიიღო თბილისის მერიამ ასეთი გადაწყვეტილება.
„მე მოვედი აქ იმიტომ, რომ გამეგო, რა დააშავა ჩემმა შვილმა, რომ ნარმანიამ გამიშვა უპატრონოთა სახლში... სტატუსი არ მაქვს, „ოცნებამ“ მომიხსნა,“ - განაცხადა საკრებულოში მისულმა მოქალაქემ.
უმრავლესობის წევრებმა მას უთხრეს, რომ ის ოპოზიციის წევრების მიყვანილი იყო და სწორედ ამან გამოიწვია კამათი.