შინაგან საქმეთა მინისტრი იუსტიციის მინისტრს უწყებათშორისი კომისიის მოწვევას სთხოვს. გიორგი გახარიამ აღნიშნული განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
შს მინისტრის თქმით, უწყებათშორისი კომისია მუშაობდა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი აქტიურობა შენელდა.
„მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს მოვუწოდო და ვთხოვო მას, უწყებათშორისი კომისია არსებობდა ძალზედ კარგი, რომელიც ეფექტურად მუშაობდა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. რატომღაც გარკვეულ პერიოდში მისი აქტიურობა ცოტა შენელდა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნება სერიოზული პროგრესის მიღწევა და მინდა ვთხოვო მას, როგორც შს მინისტრმა, რომ ეს კომისია რაც შეიძლება მალე მოვიწვიოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.