20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
კლუბ "ბასიანის" ხმაურიანი საქმე - თამარ ჩუგოშვილი მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

პოლიციის მაღალჩინოსნის, კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსისა და წევრის დაჭრაში ბრალდებულის, თამაზ ქვლივიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გამო საქალაქო სასამართლოს საპარლამენტო უმრავლესობა აკრიტიკებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლო სისტემის მიმართ კითხვებს აჩენს. 

„მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლოს რეპუტაციას აყენებს სერიოზულ ზიანს. ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომელთაც ამის მოსმენა არ მოსწონთ, მაგრამ ეს არის ფაქტი. სასამართლოს რეპუტაციას ზიანს აყენებს არა პრობლემებზე საუბარი მართლმსაჯულებაში, არამედ ის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების დროს საზოგადოებას სერიოზული კითხვები უჩნდება,“ -  განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

მოსამართლე ბადრი შონიამ თამაზ ქვლივიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა დღეს სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და ის პატიმრობაში დატოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები