ბაგა-ბაღებში რძე ღვინის შეფუთვით მიიტანეს. ბავშვებს კვებისთვის განკუთვნილი კალორიებიც შეუმცირდათ. ცვლილებებს ბაღის აღსაზრდელების მენიუში თბილისის მერია პასუხობს. მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ”ნილმა” მიზეზად, რძის პაკეტების მარაგის ამოწურვა დაასახელა.
„ეს არ იყო ღვინის პაკეტი. ეს არის ჩვეულებრივი პაკეტი, რომელზეც მხოლოდ დიზაინი არის გაკეთებული ღვინის წარწერით, თუმცა შემადგენლობით არის სრულიად უსაფრთხო, არის ერთჯერადი გამოყენების. ხელშეკრულებები გაფორმებულია კომპანია „ნილთან“ ერთი თვით. უახლოეს დღეებში ველოდებით ლაბორატორიის პასუხს, რაზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი რეაგირება,“- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაგა-ბაღებში ბავშვებისთვის განკუთვნილი მენიუ და კალორაჟი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.