18 ნოემბერი 2024,   04:14
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ვარაუდობს, რომ მარეკ დუდაევის მკვლელმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარა თავი

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს. ოკუპირებულ რეგიონში აცხადებენ, რომ მკვლელის ვინაობა დადგენილია და ფიქრობენ, რომ მკვლელმა ე.წ. საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარა თავი.

ეჭვმიტანილის ვინაობას ცხინვალში არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ქართულ მხარეს დუდაევის მკვლელს გადაცემის მოთხოვნით მიმართავს.

ცნობილი კრიმინალი მარეკ დუდაევი სოფელ არცევში გუშინ მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ის სოფლის ყოფილი კლუბის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მასთან თანასოფლელი მივიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან 2-ჯერ ესროლა.

მარეკ დუდაევი, 2004 წელს ქართველმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ციხეში დუდაევმა 9 წელი გაატარა.

2013 წელს, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, დუდაევი პატიმრობიდან ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლა.

დღის ამბები