20 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
„ეს არის მცდარი განცხადება, პრეზიდენტი საქმის მასალებს არ იცნობს"- ე.წ პიჯაკების საქმის პროკურორი მარგველაშვილს საყვედურობს

„ეს არის მცდარი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ის გაკეთებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ჩემთვის როგორც ცნობილია, ის სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ იცნობს, შესაბამისად, ამ საკითხზე სიღრმისეულად საუბარი მას არ შეუძლია,“- ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორმა საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკური განცხადებების გამო უსაყვედურა.

ქეთევან ჩაჩავას თქმით, ე.წ. პიჯაკების საქმე 30-ზე მეტი ტომისგან შედგება და გიორგი მარგველაშვილი მას არ გაცნობია.

ბრალდებაზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს წაუყენეს, გიორგი მარგველაშვილმა ვრცლად გუშინ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სწორედ მსგავსი უსუსური ბრალდებების გამო, ქვეყანა სამარცხვინო მდგომარეობაშია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები