20 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
"ნამდვილად კარგი შს მინისტრია ბატონი გიორგი" - გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას შეწყალებასთან დაკავშირებით, სწორი უწოდა. გიორგი აბაშიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ შეწყალების დროს პრეზიდენტი ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში განსაკუთრებით მკაცრია.

„საბედნიეროდ, ბატონი გიორგი გახარია აღმოჩნდა ერთადერთი პოლიტიკოსი მმართველი პოლიტიკური გუნდიდან, რომელმაც აბსოლუტურად ზუსტად გაიგო და განმარტა შეწყალების სამართლებრივი და მორალური მხარე. ამისთვის მას მინდა მადლობა გადავუხადო, ნამდვილად კარგი შს მინისტრია ბატონი გიორგი. რაც შეეხება ბატონი გიორგის განცხადებას ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში კანონმდებლობის გამკაცრების კუთხით, ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ. პრეზიდენტის პოზიცია და განწყობა აბსოლუტურად ანალოგიურია და ცხადია, ამ კუთხითაც მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია და მას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, თუმცა შს მინისტრი ასევე აცხადებს, რომ როდესაც მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირის შეწყალება ხდება, საჭიროა მოტივთან დაკავშირებით საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა.

 

 

 

 

დღის ამბები