18 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბში დასაქმებულების პროტესტი - ხარაგაულში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ჩავიდნენ

ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბში დასაქმებულების გაფიცვაზე, შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათი განცხადებით, საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო და უახლოეს მომავალში დასკვნაც გამოქვეყნდება, რამდენად დაცულია დასაქმებულების უსაფრთხოება მშენებარე გვირაბში.

გაფიცული თანამშრომლები, ადგილზე პროფკავშირების, ჩინური კომპანიების და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს ელოდებიან. სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ახორციელებს.

დღის ამბები